06 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ვაშინგტონი რუსეთიდან დიპლომატების გაძევებას სათანადო ზომებით უპასუხებს

ვაშინგტონი რუსეთიდან დიპლომატების გაძევებას სათანადო ზომებით უპასუხებს.

განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

რექს ტილერსონის უწყებაში აღნიშნეს, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება ამერიკული დიპლომატების რიცხვის შემცირების შესახებ გაუმართლებელ ზომად მიაჩნიათ და საპასუხო ნაბიჯებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

რუსეთის ხელისუფლებამ ვაშინგტონს დიპლომატიური მისიის პერსონალის შემცირება სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ მოსთხოვა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, პირველ სექტემბრამდე ქვეყანა 755-მა ამერიკელმა დიპლომატმა უნდა დატოვოს.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დიპლომატიური მისიის წარმომდგენლების რაოდენობა შეერთებულ შტატებში რუსი დიპლომატების რაოდენობას გაუტოლდება და 455-ადამიანს შეადგენს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები