06 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
აშშ სექტემბერში ლიტვაში სამხედრო კონტიგენტს გაზრდის - პასუხი რუსულ-ბელარუსულ სამხედრო წვრთნაზე

შეერთებული შტატები სექტემბერში ლიტვაში კონტიგენტს გაზრდის. ეს იქნება დროებითი ზომა, რომელიც რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნების ფონზე დაიგეგმა.

მასშტაბური სამხედრო მანევრები სახელწოდებით დასავლეთი 2017 ბელარუსის ტერიტორიაზე 14 სექტემბერს დაიწყება და 20 რიცხვამდე გაგრძელდება.

დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ამ წვრთნების განმავლობაში ლიტვაში დისლოცირებული იქნება ამერიკელი ჯარისკაცების, სამხედრო ტექნიკის, საზღვაო და საჰაერო ძალების დამატებითი შემადგენლობა.

ლიტვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს არის კიდევ ერთი გზავნილი რუსეთისთვის, რომ ვაშინგტონი ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

დღის ამბები