17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
ჭიდაობის ფედერაციის სკანდალური გადაწყვეტილება - არასამთავრობოები კორუფციის ნიშნებზე საუბრობენ

ჭიდაობის ფედერაცია სკანდალში ეხვევა. ფედერაციას 2016 წლის საქართველოს აბსოლუტური ფალავნობის ჩემპიონატის გამარჯვებულისთვის საჩუქრად ბინა უნდა გადაეცა, თუმცა სპორტსმენს, გიორგი კაციაშვილს საცხოვრებელი ამ დრომდე არ მიუღია.

პრიზის შესაძენად ქართული ჭიდაობის ფედერაციამ 68 650 ლარი გამოყო, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტმა, გელა ბერუაშვილმა ეს თანხა საკუთარი შვილის, შავლეგ ბერუაშვილის სამშენებლო კომპანია "ფალავანს" გადაურიცხა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციაში" ამბობენ, რომ სახეზეა კორუფციის ნიშნები. „შეაჩერე კორუფციის“ ხელმძღვანელის თქმით, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის შვილის კომპანია ვაზისუბანში ჯერჯერობით დაუმთავრებელ კორპუსში 1 კვადრატულ საცხოვრებელ ფართს 420 დოლარად ყიდის, თუმცა გიორგი ბაჯელიძის მტკიცებით, მამამ შვილის კომპანიისგან სახელმწიფოს კუთვნილი ფულით ბინა უფრო ძვირად იყიდა და 50 კვ. მეტრის ფართში 68 ათასი ლარი გადაუხადა, რაც გასაყიდ ფასს ბევრად აღემატება.

გელა ბერუაშვილის ინფორმაციით, საკუთარი შვილის კომპანიაში ბიუჯეტის ფულის გადარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მას სპორტის სამინისტროსთან არ შეუთანხმებია, თუმცა არც დამოუკიდებლად მიუღია. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაში ასევე ჩართულები იყვნენ ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები, რომელთა შორის პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელიც არის. ხაბარელი საკითხის განხილვაში თანამონაწილეობას ვერ იხსენებს, თუმცა გადაწყვეტილება არ უკვირს.

 

დღის ამბები