17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
ჰასან როუჰანი ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას მეორე ვადით შეუდგა

ჰასან როუჰანი ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას მეორე ვადით შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია თეირანში, პარლამენტის შენობაში, გაიმართა. როუჰანიმ ფიცი 100-ზე მეტი ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლის წინაშე დადო.

ცერემონიის დროს სიტყვით გამოვიდნენ საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი და სასამართლო სისტემის ხელმძღვანელიც.

ირანის პრეზიდენტად ჰასან როუჰანი პირველად 2013 წელს აირჩიეს, წელს კი მან არჩევნებში 57%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა. 

დღის ამბები