06 ოქტომბერი 2024,   20:21
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას მორიგი სანქციები დაუწესა

გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას მორიგი სანქციები დაუწესა. სანქციების ახალი პაკეტი ჩრდილოეთ კორეიდან ტყვიისა და რკინის მადანის, ნახშირისა და ზღვის პროდუქტების ექსპორტს კრძალავს, რაც ქვეყნის საექსპორტო შემოსავალს მესამედით შეამცირებს. ამას გარდა, სხვა ქვეყნებს ჩრდილოეთ კორეასთან საქმიანი კონტრაქტების გაფორმება და ამ ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება ეკრძალებათ.

რეზოლუციას, რომელიც ფხენიანს სარაკეტო ცდებისთვის დამატებით შეზღუდვებს უწესებს, საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მანამდე კი, დებატები გაიმართა, რა დროსაც რუსეთის ახალმა ელჩმა გაეროში ჩრდილოეთ კორეის აგრესიულ ქმედებებზე ნაწილობრივი პასუხისმგებლობა ვაშინგტონს დააკისრა.

დღის ამბები