16 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
"ამას კანონით გაეცემა პასუხი - დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოხვდება საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშში" - ირაკლი კირცხალია სამი ტელევიზიის გადაწყვეტილებაზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, სამი ტელევიზიის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გადაეგზავნებათ. საუბარია "ფორმულაზე", "მთავარსა" და "TV პირველზე", რომელთაც "ქართული ოცნების" ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე უარი თქვეს. 

კირცხალიას განცხადებით, ამ ფაქტს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

"როდესაც წინასაარჩევნო პერიოდია, არსებობს დროები, ყველა ტელევიზიაში კანონით გაწერილი, სადაც უნდა გავიდეს ყველა პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური რეკლამა. როდესაც ამას ღიად უპირისპირდები, საბოტაჟს უცხადებ, ამ ყველაფერს პოლიტიკურ ელფერს სძენ და პარტიულად მოქმედებ, ამას კანონით გაეცემა პასუხი.

დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოხვდება საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშში, ჩვენი მხრიდანაც გადაეგზავნება ყველა დიპლომატიურ მისიას", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დღის ამბები