06 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
თურქეთის პოლიციამ მოშიმშილეთა მხარდამჭერი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა

თურქეთის პოლიციამ მოშიმშილეთა მხარდამჭერი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. რამდენიმე ასეული ადამიანი ანკარას ცენტრში იმ პროფესორ-მასწავლებლების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომლებიც ხელისუფლებამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს. მათ ფეთულა გიულენთან კავშირი ედებათ ბრალად, რომელსაც ოფიციალური ანკარა გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს.

ორი დაკავებული მასწავლებელი საპატიმროში 9 მარტის შემდეგ შიმშილობს და უფლებათა დამცველებთან შეხვედრას 150-ე დღეა უშედეგოდ ითხოვენ. საპროტრესტო აქცია ანკარაში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სტრასბურგის სასამართლომ მოშიმშილე მასწავლებლების სარჩელი არ დააკმაყოფილა და ანკარას მათი ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მათი გათავისუფლება არ დაავალდებულა.

დღის ამბები