06 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
აშშ დიპლომატების რუსეთიდან გაძევების გამო, საპასუხო ზომებს მიიღებს

შეერთებული შტატები ამერიკელი დიპლომატების რუსეთიდან გაძევების გამო, საპასუხო ზომებს პირველ სექტემბრამდე მიიღებს. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. რექს ტილერსონის თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურმა ვაშინგტონმა რუსულ მხარეს უკვე მიაწოდა.

ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა გუშინ ფილიპინების დედაქალაქში "აზია-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების" სამიტის პარალელურად გაიმართა.

დღის ამბები