06 ოქტომბერი 2024,   20:21
ვრცლად
ისრაელის ხელისუფლება „ალ ჯაზირას“ ბიუროს დახურვას აპირებს

ისრაელის ხელისუფლება ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ბიუროს დახურვას აპირებს. ამის შესახებ ისრაელის კომუნიკაციების მინისტრმა იერუსალიმში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიუროს დახურვის გარდა საკაბელო არხებზე „ალ ჯაზირას“ მაუწყებლობაც შეწყდება, გაუქმდება არხის კორესპონდენტების აკრედიტაციაც.

ბიუროს დახურვის მიზეზად, ისრაელის ხელისუფლება ტელეარხის პოლიტიკას ასახელებს და მას ძალადობის პროვოცირებასა და ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

დღის ამბები