17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
პოლიტიკური გაერთიანებები პრაიმერიზის ჩასატარებლად ცესკოს მიმართავს

მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ და პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრებმა პრაიმერიზის ჩასატარებლად ცესკოს მიმართეს.

პრაიმერმა ოპოზიციის საერთო კანდიდატი უნდა გამოავლინოს. პოლიტიკური გაერთიანებები მიმართავენ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც, რათა სატელევიზიო ეთერი დაამატონ.

„დღევანდელი პოლიტიკური და საარჩევნო სისტემა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ფართოდ გაიშალოს ამომრჩეველთა ხმები. ამგვარი ტიპის არჩევნებში, როგორც წესი, ფოკუსირება ხდება ხოლმე 2 კანდიდატს შორის და ამიტომ, მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ოპოზიციას ჰყავდეს ერთობლივი კანდიდატი, რომელსაც ექნება რეალური შანსი, მოგების კონკურენციაში შევიდეს ხელისუფლებასთან,“ - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა.

დღის ამბები