09 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე სხდომას იწვევს

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით, ევროკავშირი საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე სხდომის მოწვევას გეგმავს. ინიციატორი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინია. რაც შეეხება სხდომას, ის 29 იანვარს გაიმართება.

ამის შესახებ ფედერიკა მოგერინიმ პირადად აცნობა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს სერგეი ლავროვს.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კი ტელეფონით ესაუბრა ვლადიმერ პუტინს და კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება მოსთხოვა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

ამავე თემაზე
დღის ამბები