06 ოქტომბერი 2024,   20:21
ვრცლად
უმსხვილესი ბრიტანული ავიამზიდი ”დედოფალი ელისაბედი” პირველ გამოცდას გადის

უმსხვილესი ბრიტანული ავიამზიდი პირველ გამოცდას გადის. საბრძოლო ხომალდი ”დედოფალი ელისაბედი” ღია ზღვაში პირველად გავიდა, პორტსმუტში ჩავიდა და მუდმივი დისლოკაციის ადგილი დაიკავა.

”დედოფალი ელისაბედი” უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავიამზიდია. მის ბორტზე 50 საბრძოლო თვითმფრინავისა და ვერტმფრენის განლაგებაა შესაძლებელი.

ხომალდის სიგრძე 300 მეტრს აღწევს და 65 ათას ტონას იწონის. უახლესი ავიამზიდის ასაგებად ბრიტანეთის ხელისუფლებას 8 წელი დასჭირდა.

პროექტი 7 მილიარდ 650 მილიონი დოლარი დაჯდა.

ავიამზიდის ტესტირება ივნისში დაიწყო და 2 წელიწადს გაგრძელდება, ბრიტანეთის საზღვაო ძალების შეიარაღებაში ხომალდი 2020 წლიდან შევა.

დღის ამბები