06 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
იტალიის კუნძულ ისკიაზე მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

იტალიის კუნძულ ისკიაზე  მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. 4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების შედეგად ქალაქ კაზა-მიჩოლაში შენობები ჩამოინგრა, მათ შორის ისტორიული ეკლესია.

შედეგად ორი ქალი დაიღუპა, 10-მდე ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. დაშავებულთა რაოდენობა 40-ს აღწევს.

სამაშველო ბრიგადები სტიქიის ზონაში ბორნებისა და ვერტმფრენების დახმარებით გადაჰყავთ. მაშველებმა რამდენიმე საათის წინ ნანგრევებიდან 7 თვის ჩვილი და ფეხმძიმე ქალი ცოცხალი ამოიყვანეს.

მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივი საავადმყოფოდან ევაკუაციაც განხორციელდა, მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

კუნძული ისკია ნეაპოლის სანაპიროსთან მდებარეობს და ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარულია.

დღის ამბები