06 ოქტომბერი 2024,   20:21
ვრცლად
ჩინეთის სამხრეთ სანაპიროს უძლიერესმა ტაიფუნმა გადაუარა

ჩინეთის სამხრეთ სანაპიროს უძლიერესმა ტაიფუნმა გადაუარა. შტორმმა სახელწოდებით "ჰატო" ყველაზე მეტად მაკაოსა და გუან-დუნის პროვინციები დააზარალა. სტიქიას ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავებულია. ძლიერი წვიმისა და ქარის გამო დაიტბორა დასახლებები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება 2 მილიონზე მეტ ოჯახს შეუწყდა. სტიქიის ზონიდან, სადაც ქარის სიჩქარე საათში 175 კილომეტრს აღწევდა, 27 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაკეტილია სკოლები, ბიზნეს-კომპანიები, პორტები, რკინიგზის სადგურები და აეროპორტებიც. გაუქმებულია 500-მდე ავიარეისი. ტაიფუნის გამო ჰონგ-კონგში განგაშის უმაღლესი დონე იყო გამოცხადებული. ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი მეწყერის შესახებაც გააფრთხილა.

დღის ამბები