17 მაისი 2024,   15:26
ვრცლად
შვედეთში ქართველებმა რუსეთის საელჩოს წინ მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

შვედეთში მცხოვრებმა ქართველებმა სტოკჰოლმში, რუსეთის საელჩოს წინ, მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს. მათი მთავარი სლოგანი იყო "არა მცოცავ ოკუპაციას!".

შვედეთში მცხოვრებმა ქართველებმა რუსეთის აგრესიული ქმედებები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათთვის ოკუპანტის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებები მიუღებელია. 

 

ემიგრანტების აქციას მხარი შვედეთის მოქალაქეებმაც დაუჭირეს.

 

 

ფოტომასალა რუსთავი 2-ს აქციის მონაწილემ მიაწოდა. 

დღის ამბები