17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
გამოძიების შედეგები უნდა იყოს დადებული - ვოლსკი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე

საქართველოს პარლამენტის თამჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მუხლით დაწყებული გამოძიებას ეხმაურება.

დღეს სუს-ში ხმაურიან საქმეზე მოწმედ დაკითხულ პირებს, ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას, უთხრეს, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფარულად უსმენდნენ.

ვოლსკის თქმით, საკმაოდ ბევრი კითხვა არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით, რადგან ბრალდება საკმაოდ ხმაურიანია.

„სერიოზული თემა იყო, ლაპარაკის ტექსტი თვითონ შინაარსი, საკმაოდ მძიმე შინაარსი იყო. ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს გამოძიების შედეგები დადებული. მე ვფიქრობ, რომ სწორად ესმით ეს ნაციონალურ მოძრაობაში, ზუსტად ასე აანალიზებენ, როგორც მე ახლა ამ წუთში გითხარით და, რასაკვირველია, პრევენციულ განცხადებას აკეთებენ, თითქოს რაღაც პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის შეთქმულება არსებობს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები