06 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
პაკისტანში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა

პაკისტანში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა. დემონსტრანტები ქალაქ კარაჩიში შეერთებული შტატების საკონსულოსთან შეიკრიბნენ და პრეზიდენტ ტრამპის განცხადება გააპროტესტეს. შეერთებული შტატების ლიდერმა რამდენიმე დღის წინ პაკისტანი ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ოფიციალურმა ისლამაბადმა კი განაცხადა, რომ თავად ამერიკა ვერ ახერხებს ისლამისტ მებრძოლთა თავშესაფრების განადგურებას. აქცია კარაჩიში შიიტი სტუდენტების მიერ იყო ორგანიზებული.

დღის ამბები