06 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
ავღანეთში აშშ-ის საელჩოსთან ახლოს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

ავღანეთის დედაქალაქში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ახლოს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ბოლო მონაცემით, 4 ადამიანი დაიღუპა, 10-მდე კი მძიმედ დაიჭრა.

ტერორისტმა სხეულზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ქაბულის ბანკის შესასვლელთან აამოქმედა. იმ დროს შენობასთან უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები