17 მაისი 2024,   15:26
ვრცლად
ცეცხლი გააჩინა ბორჯომის გამგეობამ - ადგილობრივი ტყის ხანძრის საქმეზე სამართალდამცველებმა დაკითხეს

ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძრის საქმეზე სამართალდამცველებმა ადგილობრივი პაატა ჯავახიძე დაკითხეს. ჯავახიძე ამტკიცებს, რომ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის დროს ბორჯომის გამგებლის სატელეფონო საუბარი მოისმინა.

ის ამბობს, დიმიტრი ყიფიანი, თითქოს, ტელეფონზე დაუდგენელ პირს ეუბნებოდა, რომ ამდენი ცეცხლი აღარ უნდა და ხანძარი გაექცა.

პაატა ჯავახაძე თავდაპირველად ბორჯომის პოლიციაში იყო დაბარებული, მოგვიანებით კი დაკითხვა ახალციხის პროკურატურაში გაგრძელდა. ჯავახიძის თქმით, ცეცხლი მიზანმიმართულად გაჩნდა და ამის შესახებ ბორჯომის გამგებელიც საქმის კურსში იყო.

„ცეცხლი გააჩინა ბორჯომის გამგეობამ. გამგებელმა დაანთებინა ცეცხლი. თვითონ მოვისმინე როგორ თქვა, ელაპარაკებოდა თავის ახლობელს, რომ „გაგვექცა“ ცეცხლი,“ - აცხადებს პაატა ჯავახიძე.

ბორჯომის გამგებელი ბრალდებებს ამ ეტაპზე არ პასუხობს. 

დღის ამბები