06 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
წყალდიდობა ჰიუსტონში - ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა 

წყალდიდობისგან დაზარალებულ ჰიუსტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ის შუაღამიდან დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს.

ქალაქის მერის განცხადებით, გადაწყვეტილება მოროდიორებთან ბრძოლის მიზნით მიიღეს. სტიქიას ჰიუსტონში, ბოლო მონაცემებით, 30 ადამიანი ემსხვერპლა, 13 ათასი კი გადაარჩინეს.

გადაუღებელი წვიმების შედეგად თითქმის მთლიანი ქალაქი დაიტბორა.

მეტეოროლოგების ცნობით, მონიტორინგის ისტორიაში გუშინ ტეხასში რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ ტეხასის ქიმიურ ქარხანაში აფეთქების საფრთხეც შეიქმნა, რის გამოც 2 კილომეტრიან რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ზარალის მასშტაბის შესაფასებლად სტიქიის ზონაში პრეზიდენტი ტრამპი მეუღლესთან ერთად ჩავიდა.

ქალაქის მერის განცხადებით, გადაწყვეტილება მოროდიორებთან ბრძოლის მიზნით მიიღეს. 

დღის ამბები