06 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
ინდოეთის ქალაქ მუმბაიში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა - ნანგრევებში შ40-მდე ადამიანს ეძებენ

სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, სადაც მჭიდროდ დასახლებულ რაიონში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა, 40-მდე ადამიანი იყოს მოყოლილი. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. წინასწარი ინფორმაციით, შენობის ჩამონგრევის მიზეზი გადაუღებელი წვიმა გახდა.

დღის ამბები