30 სექტემბერი 2024,   15:31
ვრცლად
მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „რუსთავი2“-ს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა განუცხადა. მისი ინფომრაციით, ცეცხლი მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუჩქნარს და ბალახს გაუჩნდა.

ადგილზე ცეცხლის ლიკვიდირებისთვის 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

„დაახლოებით ხანძარი დაიწყო 2 საათის წინ. იწვოდა მთაწმინდის პარკის მიმდებარე ფერდობი, დაახლოებით 2 ჰექტარი. იწვოდა ბუჩქნარი და ბალახი. ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობდა. დაკვამლიანება კი მაღალი იყო, მაგრამ ძალიან კარგად იმუშავეს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა. ქრობაში მონაწილეობდა 6 სახანძრო მანქანა და 60 მეხანძრე, ახლა მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები, რათა ხანძარი საბოლოოდ იქნას ლიკვიდირებული,“-გიგა ნიკოლეიშვილი. 

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩასართავად ავიაცია მზად იყო, თუმცა ვერტმფრენის გამოყენება საჭირო აღარ გახდა.

ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 2 ჰექტარი. 

დღის ამბები