09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
გაუგრძელებს თუ არა ევროსაბჭო რუსეთს სანქციებს, ერთ საათში გახდება ცნობილი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, სავარაუდოდ, კიდევ 2 თვე რჩება ძალაში. საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა რამდენიმე საათში უნდა მიიღონ. თუმცა, ცნობილია მონიტორინგის კომიტეტის დასკვნა, რომელმაც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს მხარი უკვე დაუჭირა.

რუსულ დელეგაციას ასამბლეაზე სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. ბოლო 2 დღეა, რუსული მხარე მაქსიმალურად ახდენს ევროსაბჭოში მხარდამჭერების მობილიზაციას იმისთვის, რომ რუსეთს არ დაუწესდეს სანქციები.

სანქციების მიზეზების ჩამონათვალში ყირიმის ანექსიის და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გარდა, ქართული დელეგაციის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა ინიციატივით ასევე შვიდა რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. 

„ამ რეზოლუციის პროექტში უკვე არის ჩადებული საქართველო და მიუღებლობა იმ ნაბიჯების, რომელიც რუსეთმა გადადგა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. ამიტომ ეს ერთი ამოცანა უკვე შესრულდა. წინ გვაქვს მეორე ამოცანა, დებატები და საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთთან მიმართებაში. იმედი მაქვს, რომ მიუხედავად რუსეთის ძალიან დიდი ძალისხმევისა, რომ არ მოხდეს დღეს პრინციპული გადაწყვეტილების მიღება, საერთაშორისო კანონისა და პრინციპების მიმართ პატივისცემა გაიმარჯვებს და დღეს ასამბლეა იქნება ისეთი პრინციპული რუსეთის მიმართ, როგორც ამას იმსახურებს რუსეთის მოქმედებები უკრაინასა და საქართველოში,“ - აცხადებს უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე.

ევროსაბჭოს დღევანდელ სხდომას წინ უსწრებდა მონიტორინგის კომიტეტის სხდომა, სადაც გადაწყდა, რომ რუსეთს კვლავაც ჩამოერთმევა ხმის მიცემის უფლება და ეს 2 თვით გაგრძელდება.

გიორგი კანდელაკი არ გამორიცხავს, რომ საერთოდ შეუჩერდეს უფლებამოსილება ევროსაბჭოში.

თავად რუსეთის დელეგაციას იმედი აქვს, რომ გადაწყვეტილება უშუალოდ სესიაზე შეიცვლება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები