17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
უკრაინის პრემიერმინისტრი მიხეილ სააკაშვილს პოპულისტს უწოდებს

უკრაინის პრემიერმინისტრი მიხეილ სააკაშვილს პოპულისტს უწოდებს. ვლადიმერ გროისმანმა ოდესის ყოფილი გუბერნატორის კიევში ჩასვლის გეგმასთან დაკავშირებით განცხადება ევროპული სტრატეგიის შესახებ ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელმა ხალხმა უნდა მიიღოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

„თუ რა უნდა ვუყოთ პოპულისტებს, მოდით ეს უკრაინულმა საზოგადოებამ გააკეთოს. მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ ყველაფერს, რასაც ქვეყნის პრემიერმინისტრის რანგში მთავრობასთან ერთად ვაკეთებ, ვაკეთებ უკრაინელებისთვის. მე მოვედი შექმნისთვის, შენებისთვის, გაერთიანებისთვის და არა განადგურებისთვის, დაყოფისა და ქაოსის გამოწვევისთვის. ამაშია ჩვენი განსხვავება. მიმაჩნია, რომ პოპულიზმია ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზეზი. ის ძველ ქვეყანაში უნდა დავტოვოთ. ახალ სახელმწიფოში უნდა იყოს დემოკრატია, პრაგმატიზმი და მაღალხარისხოვანი მართვა,“ - განაცხადა ვლადიმერ გროისმანმა. 

დღის ამბები