18 მაისი 2024,   12:15
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ზუგდიდის, ახალკახათისა და ინგირის მოსახლეობას შეხვდა

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ზუგდიდის მერობის კანდიდატ ლელა ქებურიასთან ერთად, ზუგდიდის, ახალკახათისა და ინგირის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებს სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და გაზიფიცირების პრობლემებთან ერთად აზიური ფაროსანისგან განადგურებული მოსავლის პრობლემაც აწუხებთ.

დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო გეგმა გააცნო. "ევროპული საქართველოს" პროგრამის თანახმად, მოგებულ რაიონებში შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია - დანამატები და ზუგდიდში პენსია 50 ლარით გაიზრდება.

დღის ამბები