18 მაისი 2024,   12:15
ვრცლად
ფულის გათეთრება, კავშირი გაიდამაკსა და იარაღით ვაჭრობასთან - "ენმ"-ის აქცია "ქართუ ბანკთან"

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "ქართუ ბანკთან". ამ წუთებში სამართალდამცველები, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ბანკთან არიან მობილიზებული, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იმართება. ოპოზიცია "ქართუ ბანკს" ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ "ბანკი ქართუს" მეშვეობით, ბიუჯეტიდან მოპარული ფულის გათეთრება ხდება.

მისივე თქმით, "ბანკ ქართუს“ არადეკლარირებული ფულის გასათეთრებლად იყენებენ რუსი ოლიგარქებიც.

„ეს არის ბოროტების სასახლე, სადაც თეთრდება რუსი ოლიგარქის ფული, აქ ხდება შავი ფულის გათეთრება. ასევე კომპანიები, რომლებსაც არეგისტრირებს ივანიშვილის დეიდაშვილი არჩილ მამაცაშვილი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი კახნიაური, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ მილიონობით ლარს. ასევე მნიშვნელოვანია, „ქართუ ჯგუფმა“ გამოაქვეყნოს ის შემოსავლები, საიდან იღებს ეს ფონდი თანხებს, რა კავშირია გაიდამაკს, იარაღით ვაჭრობასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. თქვენ შრომობთ, ხოლო ეს ხალხი ამ თანხას იპარავს ბიუჯეტიდან. აქ ხდება ნაძარცვი თანხების გათეთრება და ეს არის ყველაფერი "ქართუ"-სთან დაკავშირებული, ეს არის ბოროტების სიმბოლო. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, აქ თეთრდება შავი ფული, არა მარტო ბიძინა ივანიშვილის, არამედ რუსი ოლიგარქების,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ქართუ ბანკის" სათაო ოფისთან დიდი რაოდენობით საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან უსაფრთხოების სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის წევრებიც.  

ამავე თემაზე
დღის ამბები