09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
"აშშ-ის და ევროპის პოზიცია რუსეთთან მიმართებით ერთიანია," - თამარ ბერუჩაშვილი

უკრაინაში განვითარებული მოვლენები და საქართველო იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ვაშინგტონში ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.

მხარეებმა დაგმეს რუსეთის ქმედებები უკრაინასა და საქართველოში. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერა.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს რუსეთისადმი დაწესებული სანქციების აუცილებლობაზე. ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც.

"დისკუსია წარიმართა უკრაინის კრიზისზე, რუსეთთან ურთიერთობაზე, ასევე სიტუაციაზე საქართველოში. დღეს ერთიანია აშშ-ის და ევროკავშირის პოზიცია ყველა იმ საკითხთან მიმართებით, რომელიც ეხება რუსეთთან ურთიერთობას. ხაზგასმით ითქვა, რომ მნიშვნელოვანია კოორდინირებული პოზიცია იმ ქვეყნებთან, რომლებმაც გააკეთეს თავისი არჩევანი," - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები