21 მაისი 2024,   15:43
ვრცლად
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინა. ვაკის რაიონის ნომერ მეორე საოლქო საარჩევნო უბანი იმ შენობაშია განთავსებული, სადაც "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი მდებარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი მოუწოდებს ცესკოს, აღმოფხვრას კანონდარღვევის ფაქტი და ასევე მიმართავენ აუდიტის სახელმწიფო სამსახურს, დროულად შეისწავლოს პარტიისთვის შემოწირულობის საკითხი, კონკრეტულად კი, რამდენად კანონიერად აქვთ დათმობილი ფართი მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

„შენობაში, სადაც მდებარეობს 27-ე საარჩევნო უბანი, ასევე განთავსებულია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი. „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენელმა ღიად დაგვიდასტურა, რომ შტაბი ემსახურება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 58-ე მუხლი კრძალავს პარტიის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის კუთვნილი საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსებას, სადაც საარჩევნო კომისიაა განთავსებული,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

დღის ამბები