19 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
„ოცნება“ არაფრის დამთმობი არ არის" - არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს, ვეტოს სრული მოცულობით გამოყენებისკენ მოუწოდებს

კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე ვეტოს სრული მოცულობით გამოყენებისკენ მოუწოდებენ პრეზიდენტს არასაპარლამეტნო ოპოზიცია. პოლიტიკოსები მოტივირებულ შენიშვნებში 5 პუნქტიანი დოკუმენტის ასახვას ელიან. საუბარია როგორც საკვანძო - საარჩევნო საკითხებზე, ასევე, უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნებასა და სამართლიანი სასამართლოს გარანტიების შექმნაზე.

„ყველამ კარგად იცის, რომ ეს ჩიხური სიტუაცია შექმნა არა ბლოკებმა და ბარიერმა, არამედ პროპორციულმა სისტემამ და პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევამ ხალხისათვის. მე შემიძლია დღევანდელი მოცემულობა გითხრათ, ალბათ ვეტო გარდაუვალია და არა ისეთი, როგორიც სურს „ქართულ ოცნებას“, არამედ ისეთი, რომელიც იცავს დემოკრატიას,“ - აცხადებს „ედპ“-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები, უახლოეს დღეებში ლიდერთა საბჭოს სხდომას გამართავენ, სადაც სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან.

„ახლა ოპოზიციის დათმობაზე არ არის საუბარი, საუბარია „ოცნების“ დათმობაზე და მე ვფიქრობ, რომ „ოცნება“ არაფრის დამთმობი არ არის. ისინი გადალახავენ ვეტოს, აქვთ თავისი რესურსი, მაგრამ ეს ძალიან ცუდად აისახება პროცესზე. გარკვეული ქმედებები იგეგმება. სავარაუდოდ, ლიდერთა საბჭოც შეიკრიბება, ჩვენ ვმუშაობთ გარკვეულ მიმართულებებზე,“-აცხადებს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.

ამავე თემაზე
დღის ამბები