19 მაისი 2024,   17:59
ვრცლად
დარღვევები პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებში - "სამართლიანი არჩევნების" ანგარიში

დარღვევები პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებში - სექტემბრის თვის ანგარიშს დღეს ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" წარადგენს. დარღვევების ძირითადი ნაწილი მმართველ გუნდზე მოდის. მათ შორისაა, მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტი, საუბარია კახი კალაძის მხარდამჭერებად საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მობილიზებაზე.

დოკუმენტში ასევე მოხვდა ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებისას გამოვლენილი სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა და სხვა ფაქტები.

“ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიის მდივანი არჩეული იქნა სექტემბრის დასაწყისში, მაშინ, როდესაც მისი მეუღლე უკვე დაყენებული იყო კანდიდატად ამავე საარჩევნო ოლქში. აქ ცალსახად ჩანს ინტერესთა კონფლიქტის საკითხი. არის რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ცალკეული შემთხვევები. მცდელობა არის, რომ ჩამოიყვანონ ადმინისტრაციულ ცენტრებში სხვადასხვა თემებიდან საჯარო მოხელეები თუ რიგითი მოქალაქეები. არის ასეთი არაერთი ფაქტი,“ - აცხადებს მიხეილ ბენიძე.

დღის ამბები