19 მაისი 2024,   16:47
ვრცლად
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებას ითხოვს

საქართველო ოკუპირებული რეგიონების საკითხი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიაზე - ჟენევაში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში განიხილეს. სესიის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმართა.

დავით ზალკალიანმა ისაუბრა ერედვში დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევის ფაქტებზე, როგორც ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელებაზე, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პრაქტიკაზე, ორივე რეგიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვებსა და ადამიანის უფლებათა სხვა უხეშ დარღვევებზე.

ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.

„ანგარიში არის მართლაც სამართლიანი და ობიექტური შეფასება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, უმაღლესი კომისრის ანგარიში იყო ძალიან მკაფიო და ის მოუწოდებდა ძალას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რომ დაუყოვნებლივ შეუშვას იქ საერთაშორისო დამკვირვებლები. საუბარი იყო ჩვენი თანამემამულის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე და მოუწოდებენ ძალას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რომ დაუყოვნებლივ დაუშვას იქ საერთაშორისო მონიტორები,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები