19 მაისი 2024,   19:22
ვრცლად
ზაალ უდუმაშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. რამდენიმე საათიან შეხვედრაზე ზაალ უდუმაშვილმა მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მერად არჩევის შემთხვევაში, საკუთარ გეგმებზე ესაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. რის შემდეგაც კანდიდატმა თბილისის განვითარებასთან დაკავშირებით, ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების შეხედულებები მოისმინა.

„მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რათა გაგვეცვალა ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქალაქი მომავალში. მე მოვისმინე მათი მოსაზრებაც, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები