19 მაისი 2024,   17:11
ვრცლად
საკრებულოს წევრები ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისში ტერიტორიების გადაცემაზე მსჯელობენ

ამ წუთებში თბილისის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. საკრებულოს წევრები ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისში კიდევ ორი ტერიტორიის გადაცემაზე მსჯელობენ.

განიხილება ბოტანიკური ბაღის ერთ ჰექტრამდე ფართობის კერძო პირისთვის გადაცემის საკითხი.

"კურიერის" ინფორმაციით, საუბარია სწორედ ყოფილი პრემიერის კომპანიაზე, რომელიც ადგილზე სამუშაოებს პანორამა თბილისისთვის განახორციელებს. ამავე ორგანიზაციისთვის იგეგმება ფართის გადაცემა პუშკინის სკვერის ქვეშ, სადაც მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა.

სხდომას უმრავლესობის და საკრებულოს ოპოზიციური წევრების გარდა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, მათ შორის, პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი ესწრებიან. სხდომას ასევე ესწრებიან "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია. 

დღის ამბები