19 მაისი 2024,   18:00
ვრცლად
"ენმ"-ის წევრებმა თბილისის საკრებულოს სხდომა დატოვეს

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა და პარტიის მხარდამჭერებმა, თბილისის საკრებულოს სხდომა დატოვეს.

ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, ისინი საკრებულოს სხდომაზე მას შემდეგ დაბრუნდებიან, რაც დეპუტატები ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის, თბილისში კიდევ ორი ტერიტორიის გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

ამ წუთებში თბილისის საკრებულოს სხდომაზე პუშკინის სკვერის ქვეშ ადგილის გადაცემის საკითხზე მსჯელობენ, სადაც მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა.

დღესვე განიხილება ბოტანიკური ბაღის ერთ ჰექტრამდე ფართობის კერძო პირისთვის გადაცემის საკითხი.

თბილისის საკრებულოს სხდომას "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაც ესწრება. 

სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. 

დღის ამბები