19 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
"დღეს თაბორის მთა გადაიქცა ზვიგენარიუმად" - ხმაური საკრებულოში

თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. სიტყვიერი დაპირისპირება პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისთვის ზონალურ ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას მოჰყვა. 

სხდომაზე საკრებულოს დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემაზე მსჯელობენ. საუბარია თბილისის ისტორიულ ცენტრში 2 მიწის ნაკვეთზე, პუშკინის სკვერთან მდებარე ტერიტორიაზე და ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ ერთ ჰექტარ მიწაზე. საკრებულოს სხდომაზე დღეს ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად მივიდა, ადგილზე თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატებიც იმყოფებიან.

„თაბორის მთაზე ზონის ცვლილებას ავტომატურად შემდეგ მოჰყვება ამ ტერიტორიის მითვისებაც. 40 ჰექტარი უკვე აქვს თაბორის მთაზე ბიძინა ივანიშვილს დაკანონებული და კიდევ ახალ ტერიტორიას აძლევთ. დღეს თაბორის მთა გადაიქცა ზვიგენარიუმის თუ მავზოლეუმის მშენებლობად. ზვიგენარიუმი კეთდება ჩვეულებრივი. სამი კვირა გაქვთ დარჩენილი ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად. სამი კვირის მერე ამ ქალაქს აუცილებლად ეყოლება პატრონი, რომელიც სულ სხვა გადაწყვეტილებებს მიიღებს,“ - მიმართა სხდომის წევრებს ზაალ უდუმაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა და პარტიის მხარდამჭერებმა, თბილისის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, ისინი საკრებულოს სხდომაზე მას შემდეგ დაბრუნდებიან, რაც კომისიის წევრი დეპუტატები, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის, თბილისში კიდევ ორი ტერიტორიის გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატს ჰქონდა მცდელობა საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვედროდა, თუმცა ზაალ უდუმაშვილს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკუთარ სამუშაო კაბინეტში არ დახვდა.

ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით კითხვები აქვს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარესაც. შორენა ბუხრაშვილი დღევანდელ სხდომაზე დაინტერესდა, არსებობს თუ არა ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით გეოლოგიური დასკვნა.

„განმცხადებელი ამბობს, რომ ის ჩადებს მილიონ ლარიან ინვესტიციას იმ პირობით, რომ მას თვითმმართველი გადასცემს 1 ლარად აღნიშნული მიწის ტერიტორიას. მე მაინტერესებს, ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე არის თუ არა გეოლოგიური დასკვნა. რატომ უნდა შევცვალოთ ზონა, მე ხომ უნდა მივიღო გადაწყვეტილება,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები