20 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი დღეს თბილისის საკრებულოს დატოვებს 

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი დღეს საკრებულოს ტოვებს. მიზეზად, ელისაშვილი სამი დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას, თბილისში კიდევ ორი მიწის ნაკვეთი გადაეცა. 

საკრებულოს დატოვებისკენ ელისაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებსაც მოუწოდებს. კანდიდატის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია საკრებულოს დატოვებს, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის ნაწილის გადაცემა "ქართულ ოცნებას" ერთპარტიულად მოუწევს.

„არცერთ შეგნებულ დეპუტატს არ აქვს მორალური უფლება დარჩეს იმ შენობაში. მესმის, რომ სამი კვირაა დარჩენილი და ცოტა არასერიოზულია, მაგრამ სწორედ სამი კვირით ადრე მოხდა ეს ყველაფერი,“ - აცხადებს ელისაშვილი.

დღის ამბები