20 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
თბილისის მერიასთან „ენმ“-ის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.

თბილისის მერიის შენობის შესასვლელთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

აქციის მონაწილეების მთავრი მოთხოვნაა, რომ ამჯერად უკვე თბილისის მერიამ არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმ ტერიტორიების გასხვისების თაობაზე, რომლებსაც საკრებულომ გასულ კვირას ზონის სტატუსი შეუცვალა.

საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ გასხვისების თაობაზე მერიამ უნდა მოამზადოს დოკუმენტი და დამტკიცებისთვის ისევ საკრებულოს გადაუგზავნოს.

გასულ კვირას საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.  

დღის ამბები