მერიასთან ვითარება ისევ დაძაბულია. "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მჯდომარე აქციაში გადაიზარდა. ისინი ცდილობენ, ამ ფორმით ხელი შეუშალონ აქციის მონაწილეების დაკავების პროცესს.
პარალელურად, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აკავებენ. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის 3 ადამიანია დაკავებული. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც. მათ შორის საარჩევნო სიის მესამე ნომერი, ლევა ხაბეიშვილი.