20 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ელენე ხოშტარია ავლაბარში, ტოლენჯის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო

ავლაბარში, ტოლენჯის ქუჩის მოსახლეობა სკვერის მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივები სკვერში საბავშვო ინვენტარი დაზიანებას და ირგვლივ არსებულ ანტისანიტარიას უჩივიან.

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატთან, ელენე ხოშტარიასთან შეხვედრაზე ადგილობრივები ამბობენ, რომ მუნიციპალურ სამსახურს არაერთხელ მიმართეს დახმარებისთვის, მაგრამ საკითხი დღემდე გადაუჭრელია.

„ელემენტარულად დამოკიდებულება ჩანს, წლების განმავლობაში, უბრალოდ, მიაგდეს, არ მიხედეს და ფაქტობრივად, ძალიან ცოტა ხანში, საერთოდ, თავიდან იქნება გასაკეთებელი. ეს არის კლასიკურად, როგორ არასწორად იხარჯება ფული,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები