ქუთაისში, გელათის ქუჩის მცხოვრებლები მერიისაგან დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, თუ ჯებირი დროულად არ გაკეთდება, ჩამოშლილი მიწა სახლებს დაუზიანებთ.
მოსახლეობასთან ერთად არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს "თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატი გიორგი წულაია.
მისი თქმით, ამ გზაზე მოძრაობს მაღალი გამავლობის მანქანები, რომლებიც ინერტულ მასალებს ეზიდებიან ავტობანის მშენებლობაზე და გზას აზიანებენ.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მათთვის არავის მიუმართავს და საკითხს დღესვე შეისწავლიან.