26 აპრილი 2024,   14:25
ვრცლად
ბიუროს სხდომაზე ბიუჯეტის განხილვა კამათის ფონზე წარიმართა

საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში კამათის ფონზე წარიმართა. 2018 წელს საქართველოს ბიუჯეტი 12 მილიარდ 364 მილიონი ლარით განისაზღვრა.

ბიუროს სხდომაზე ბიუჯეტის პარამეტრებმა დეპუტატებს შორის კამათიც გამოიწვია.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, ახალი ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდას არ განაპირობებს. რომან გოცირიძე დინამო არენაზე მსოფლიო ვარსკვლავების თამაშს გამოეხმაურა. ოპოზიციის წევრმა აღნიშნა, რომ აღნიშნული თამაშიდან ბიუჯეტში 300 ათასი ლარი შევიდა, რაც, მისი განცხადებით, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის ხელფასს ოდნავ აღემატება.

„სტადიონზე შემოვიდა მარეგულირებელი კომისიის ორი წევრის ხელფასზე ნაკლები. ფეხბურთზე უფრო მეტი ფული იხარჯება ოთხ წელიწადში, ვიდრე პენსიების ზრდაზე. მოუმატეთ პენსია,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის თქმით, პენსია არ გაზრდილა, არც რეგინების დაფინანსება გაზრდილა.

„სოფლის მეურნეობა იზრდება? ხომ არის შემცირებული, რიცხვებით ვიძახი. ვალი გაიზარდა? ხომ გაიზარდა, ასევე, რიცხვებით ვიძახი. რეგიონების დაფინანსება ან რაიონების იზრდება? - არ იზრდება,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.

ოპონენტების კითხვებს მმართველი გუნდი „პოლიტიკურ სპეკულაციას“ უწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძის თქმით, პენსიის მომატებაზე ბიუჯეტში ხარჯი იმიტომ არ არის ჩადებული, რომ მის გუნდს საპენსიო რეფორმა აქვს დაანონსებული.

თალაკვაძე ოპონენტების მხრიდან ფეხბურთის საქველმოქმედო მატჩს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 400 ათასი ლარი შევიდა ბიუჯეტში.

დღის ამბები