ოპოზიციის წარმომადგენლები 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებენ. ოპოზიციონერებს აინტერესებთ, რატომ არ არის გათვალისწინებული ბიუჯეტში პენსიების ზრდა.
მმართველ გუნდში ოპონენტებს პასუხობენ და აღნიშნავენ, რომ მომდევნო წელს პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ბიუჯეტის პირველადი ვერსია 4,5 მეათედი პროცენტით ზრდას ითვალისწინებს.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, თქმით მილიონით მოიმატა ბიუჯეტმა, თუმცა, აქ პენსიის ან მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა არ არის გათვალისწინებული.
„ამნაირი ტემპით, საქართველო ყოველთვის იქნება მაჩანჩალა ქვეყანა და სიღარიბის არათუ დაძლევას, არამედ სიღარიბე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება ფასები და როგორი იქნება ლარის სტაბილურობა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
„პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბიუჯეტი „უყაირათოდ“ არის დაგეგმილი.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ვარაუდობს, რომ მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკა 4,5 მეათედი პროცენტით გაიზრდება.
ასევე, მომავალი წლის ბიუჯეტში ერთ დოლარის ღირებულება 2 ლარი და 50 თეთრზეა გათვლილი. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა დონორი ორგანიზაციების დავალიანების გასტუმრებას სწორედ ამ კურსით გეგმავს.