20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
აუდიტის სამსახურის ახალი უფროსი ნინო ლომჯარიას გადაყენებამდე თეა წულუკიანს შეხვდა

აუდიტის სამსახურის ახლადდანიშნულმა უფროსმა თანამდებობიდან ნინო ლომჯარია გაათავისუფლა. "სამართლიანი არჩევნების" ყოფილი ხელმძღვანელი ბოლო სამი თვის განმავლობაში მთავარი აუდიტორის მოვალეობასაც ასრულებდა. ირაკლი მექვაბიშვილმა მას კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი დაუწუნა. აუდიტის სამსახურის ახალმა უფროსმა სამი მოადგილიდან სამსახურში მხოლოდ „ქართუ ბანკის“ ყოფილი მმართველი და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დატოვა.

"კურიერის" ინფორმაციით მთავარი აუდიტორის მიერ მაკონტროლებელ ორგანოში განხორციელებულ საკადრო გადაადგილებას იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა უძღოდა წინ. ირაკლი მექვაბიშვილმა გადაწყვეტილება საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სწორედ თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები