„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დღეს მთავარ პროკურატურაში ელოდებიან. ლევან ხაბეიშვილი ირაკლი შოთაძის უწყებაში გამოკითხავზეა დაბარებული. გამომძიებლებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრთან კითხვები გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქვთ.
საუბარია მერიის წინ გამართულ აქციაზე, რა დროსაც ლევან ხაბეიშვილი მისივე მტკიცებით, სუს-ის თანამშრომლებმა გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„გამოძიება დაიწყება იმ საკითხთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდა ჩემი მოპარვა და გატაცება მერიის შენობაში. ან რატომ დამაკავეს და აღმიკვეთეს თავისუფლება, რატომ განახორციელეს ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება და შემდეგ რატომ და როგორ მოხდა ჩემი გამოშვება,“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.