საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიაში ოფიციალურ ვიზიტს დღეს ასრულებს.
ლისაბონში გიორგი მარგველაშვილი უკვე შეხვდა პორტუგალიის პრემიერმინისტრს.
მთავარი თემები სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, განვითარება და ორი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა იყო.
აუდიენციას საქართველოს დელეგაციის წევრებიც დაესწრნენ. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილა ყურადღება.