"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი ”ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) საქართველოს სამდივნოს და იუსტიციის მინისტრს შეხვდა.
კახა კალაძემ მასპინძლებს მერად არჩევის შემთხვევაში, მისი გეგმების შესახებ ესაუბრა.
”ღია მმართველობის პარტნიორობის” 75 წევრ დედაქალაქებს შორის, თბილისი ერთ-ერთი ქალაქია, რომელიც ორგანიზაციას 2016 წელს შეუერთდა.