20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა კრემლში უცხო ქვეყნების ელჩები მიიღო

ვლადიმერ პუტინმა კრემლში უცხო ქვეყნების ელჩები მიიღო. 20 ქვეყნის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა რუსეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა. მათ შორის იყო შეერთებული შტატების ახალი ელჩი რუსეთში, ჯონ ჰანტსმანი, რომელმაც ამ თანამდებობაზე ჯონ ტეფტი შეცვალა.

ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ დიპლომატს სიტყვით მიმართა და ლას ვეგასში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

რუსეთის ლიდერმა ორმხრივ ურთიერთობებზეც ილაპარაკა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არადამაკმაყოფილებელ დონეზეა და ნდობასა და თანასწორებაზე აგებული ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდა.

ვლადიმერ პუტინის ინიციატივას ჯონ ჰანტსმანიც მიესალმა.

მან მოკლე კომენტარი ჟურნალისტებთან ცერემონიის დასრულების შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერთან პირისპირ შეხვედრის ხანმოკლე საშუალება ჰქონდა.

დღის ამბები