20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
დღის წესრიგში დადგა უკვე მთავრობის გადაყენების საკითხი - ირმა ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ხელისუფლებას ახსენებს - შეჩერდეს საკონსტიტუციო უზურპაცია, შეწყდეს საარჩევნო სისტემის ხელყოფა, სოციალური შემწეობა აღუდგეს ყველას და გადაწყდეს უსახლკაროთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის საკითხი.

ირმა ინაშვილი მოუწოდებს მთავრობას, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან, რუსულ მხარესთან და ახალი პოლიტიკური ფორმატის - საქართველო-ნატო-რუსეთის რეალიზაცია.

„საგულისხმოა, რომ შიმშილობის მე-17 დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება კვლავ დუმილის რეჟიმშია. დამატებით გაჩნდა კიდევ ახალი მოთხოვნები და პირველი ოქტომბრის აქციაზე, რომელშიც, დაახლოებით, 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, დღის წესრიგში დადგა უკვე მთავრობის პასუხისგებლობის, გადაყენების საკითხი,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.

 

 

დღის ამბები