20 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
უმუშევრობა, გახშირებული ქურდობა, ეკომიგრანტების ყოფა - ქვემო ქართლის მცხოვრებლები პრობლემებზე საუბრობენ

„უნიჭო მთავრობა“, „წყალი არ გვაქვს, გზა არ გვაქვს, ძალიან ცუდად ვცხოვრობთ,“ - ქვემო ქართლის მოსახლეობა სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს.

„დავდივართ ასე, ნახევრად მშივრები,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მათი თქმით, ნომერ პირველი პრობლემა უმუშევრობაა. ადგილობრივების თქმით, სამუშაო მიზნით მიგრაციამ იმატა.

„ძალიან დიდი პრობლემაა უმუშევრობა,“ - აცხადებს წალკის ერთ-ერთი მცხოვრები.

არჩევანთან ეკომიგრანტები გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ. მათი თქმით, სოციალური დახმარება არსებობისთვის საკმარისი არ არის.

„ყველა გვეუბნება, იოცნებეთ და გექნებათო, ვიოცნებეთ და არ გვაქვს, პირიქით გაუარესდა,“ - აცხადებს წალკაში მცხოვრები ერთ-ერთი ეკომიგრანტი.

თეთრიწყაროში მცხოვრებლები გახშირებულ ქურდობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ბანკები და მაღაზიები რამდენჯერმე გატეხეს.

„ქურდობა გაძლიერდა, ბანდიტობა გაძლიერდა, ყაჩაღობა, ყველაფერი,“ - აცხადებს ადგილობრივი.

დღის ამბები