სექტემბერში დაფიქსირებული ინფლაცია ბოლო წლების რეკორდულ მაჩვენებლებს უახლოვდება. წელს ინფლაცია 6,2%-ია. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლებიც პოლიტიკოსების და ექსპერტების კრიტიკის საფუძველი გახდა.
მონაცემების მიხედვით, ინფლაციის შედეგად წელს 20%-ით უფრო ძვირი ჯდება პირადი სატრანსპორტო საშუალებების მომსახურება. ჯამში ტრანსპორტით მომსახურებაზე ფასმა 15%-ით მოიმატა.
გაძვირდა სურსათიც, ბოსტნეულის ფასი 17%-ით გაიზარდა. 11, 8 და 6 პროცენტითაა მომატებული თითქმის ყველა სხვა ძირითადი პროდუქტის ღირებულება. შარშანდელთან შედარებით, გაძვირებულია წამლებიც.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ინფლაცია არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგია.
ხელისუფლება ამბობს, რომ ამ შედეგს ელოდა და მას თავისი მიზეზები აქვს. გაზრდილი ფასების ფონზე, უფრო მძიმეა ევროპული საქართველოს პროგნოზი.
ექსპერტები ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებენ.